Monday, February 17, 2014

მე–9 დღე

ფინალური დღე ;
მივხვდი,რომ ბევრი რამ მაქვს კიდევ შესასწავლი .აუცილებლად გამოვიყენებ მიღებულ გამოცდილებას,შევეცდები შევქმნა ბლოგი.

Sunday, February 16, 2014

მე–8 დღე

დღეს ხათუნას დახმარებით შევძელით ვორდის დოკუმენტის გაზიარება,
საქაღალდის გაზიარება,ლინკის დამატება ბლოგზე.

მადლობა ხათუნას!

Saturday, February 15, 2014

დღე მეშვიდე:


გავეცანით მოსწავლეთა პროექთების შეფასებებს,შემდეგ კი მოვამზადეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა. ასევე დროის ჩარჩოში გაწერილი შეფასებების მიხედვით შევქმენით შესაბამისი ფორმები. საინტერესო იყო და სასარგებლო. წინ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ.

               

დღე მეექვსე:


          გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშებს, შემდეგ შევქმენით ჩვენი სავარაუდო ნიმუში, ასევე შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და სასწავლო პროცედურები. მადლობა ხათუნას.

Sunday, February 9, 2014

მე–5 დღე

დღეს თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთეთ პრეზენტაცია,შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,რაც დამეხმარა თვითშეფასების ამაღლებაში.
  გავეცანით სახელმძღვანელოში მე–3 მოდულში საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას.მადლობა ქალბატონ ხათუნას.

Sunday, February 2, 2014

მე–4დღე:



საოცრება მოხდა!

დღეს გავეცანით სახელმძღვანელოში მოცემული პროექტების გეგმებს,გავეცანით პროექტის შეფასების სქემებსა და რუბრიკებს.
შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, February 1, 2014

მე–3 დღე:

მე–3 დღე:

დღევანდელი დღე დატვირთული იყო პრაქტიკული საქმიანობით:

გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,მისი გათვალისწინებით შევარჩიეთ პროექტის სტანდარტები,ამოცანები,შევქმენით ზოგადი,თემატური ,შინაარსობრივი კითხვები გადავუგზავნე ჯგუფის წევრებს და დავუკომენტარეთ ერთმანეთს.